2010 წლის 11 მარტს ბიზნესმენ ვალერი გელაშვილისა და მისი ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მათ განაცხადეს, რომ 2004 წელს ბიზნესმენმა ფოთის გემთსაშენი ქარხნის აქციები ნარგული ცხვედიანსა და დემურ ბაღდავაძეს მიჰყიდა, რომლებსაც აქციების საფასური ეტაპობრივად უნდა გადაეხადათ. ვალერი გელაშვილსა და კრედიტორებს შორის შეთანხმება არ შესრულდა, ვინაიდან აქციების საფასური ბოლომდე არ იქნა დაფარული. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 2010 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, მოპასუხეები გათავისუფლდნენ ხელშეკრულოებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან, შესაბამისად ისინი დარჩენილ გადასახდელ თანხას აღარ გადაიხდიან. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიზნესმენ ვალერი გელაშვილსა და მის ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას უკანონოდ მიაჩნიათ და იგი გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოში.









