”ვაკის ლეჩკომბინატი”-ს ახალი მფლობელია შპს ”დილა 2010”. ობიექტის შესაძენად ორი კომპანია ”კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი” და შპს ”დილა 2010” იბრძოდნენ, საბოლოო გამარჯვებულად კი შპს ”დილა 2010” დასახელდა. აუქციონზე ობიექტის გასაყიდი საწყისი ფასი 4 300 000 აშშ დოლარს შეადგენდა.
შპს ”დილა 2010”-ს დირექტორის, დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, კომპანიამ ვალდებულებად 5 წლის განმავლობაში სამედიცინო ობიექტისთვის პროფილის შენარჩუნება და გარკვეული ინვესტირება აიღო.
დიმიტრი გაბუნიას განმარტებით, კომპანიის დამფუძნებელმა, შესაძლოა, სადაზღვევო ბიზნესში ოპერირებაც დაიწყოს.









